|
2025-06-03 16:53:53, 684 ნახვა
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიანე - უნდა მოვუწოდოთ წევრ სახელმწიფოებს, რაც შეიძლება მალე დააწესონ სანქციები
ჩვენ ყოველ კვირას გვიწევს ცვლილებებისა და შესწორებების შეტანა ანგარიშში ახალი მტკიცებულებების გამო, ახალი სასტიკი ნაბიჯების გამო, რასაც რეჟიმი ყოველ კვირას გვთავაზობს. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ წევრ სახელმწიფოებს, რაც შეიძლება მალე დააწესონ სანქციები, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ჩაგვრაზე და ყველაფერზე, რასაც საქართველოში ვხედავთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) რიგგარეშე შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, „200 დღეზე მეტია, რაც მამაცი ადამიანები ქუჩაში იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის“. ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ აქტივისტები ევროკავშირის დროშებსაც აფრიალებდნენ, რითაც ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილს უსვამენ ხაზს. „უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი დელეგაციის წევრებს საქართველოდან. ვფიქრობ, მეტი ფაქტი და მტკიცებულება მივიღეთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. რა თქმა უნდა, მივესალმებით მამაც ხალხს, ათასობით, ასობით ათასი ადამიანის წარმომადგენლებს, რომლებიც კვლავ იბრძვიან ქუჩებში. მალე 200 დღე შესრულდება, რაც ცივ ზამთარში, ისინი ქუჩებში იყვნენ და იბრძოდნენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისინი ევროკავშირის დროშებსაც აფრიალებდნენ. მეჩვენება, რომ ეს ხალხი უფრო პროევროპულია, ვიდრე ბევრი ევროპელი. ჩვენ შეჩვეულები ვართ ჩვენს ყოველდღიურ დემოკრატიას და არ გვაინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქართველი ხალხისთვის. ასე რომ, თქვენ ნამდვილად საოცარი ხალხი ხართ, თქვენ ხართ ჩემი გმირები და მრავალი ევროპელის გმირები ბევრ ქვეყანაში. თქვენი ვიზიტი ძალიან დროულია. დიახ, ხვალ ჩვენ ანგარიშს ვუყრით კენჭს. იმედი მაქვს, რომ ის მიღებული იქნება, რადგან ყველა პოლიტიკური ჯგუფი მხარს უჭერს მას“, - განაცხადა იუკნევიჩიანემ. ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოში იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები და ისე სწრაფად მძიმდება სიტუაცია, რომ ანგარიშის ტექსტების ცვლილება თითქმის ყოველდღიურად უწევთ. „ჩვენ ყოველ კვირას გვიწევს ცვლილებებისა და შესწორებების შეტანა ანგარიშში ახალი მტკიცებულებების გამო, ახალი სასტიკი ნაბიჯების გამო, რასაც რეჟიმი ყოველ კვირას გვთავაზობს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ წევრ სახელმწიფოებს, რაც შეიძლება მალე დააწესონ სანქციები, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ჩაგვრაზე და ყველაფერზე, რასაც საქართველოში ვხედავთ. ბოლო დღეებში მივიღეთ შეტყობინება, რომ ბოლო ორი ძლიერი, ჯერ კიდევ მოქმედი მედია არხი უახლოეს დღეებში დაიხურება, რაც თავისუფალი სიტყვის დასასრული იქნება. საქართველოში ყოფნისას გვინდოდა მზია ამაღლობელის მონახულება ციხეში, ნებართვა ვთხოვეთ. არ მოგვცეს ამის უფლება. კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებია. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. მიდგომა - „ჯოხი და სტაფილო“, რომელსაც ევროკომისია ითხოვს, ამჟამინდელ რეჟიმთან არ მუშაობს და საერთოდ არ იმუშავებს“, - განაცხადა მან.
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)