|
2025-05-30 18:28:18, 1043 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს მიმოწერის მოდული დაემატა
საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებისთვის საჭირო სერვისებისა და პროდუქტების შექმნასა და არსებულის განვითარებას განაგრძობს. მიზანი ბიზნესებისთვის დროის დაზოგვა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობაა . სწორედ ამიტომ, ამიერიდან, ბიზნეს მომხმარებლებს მიმოწერის მოდულით სარგებლობა ახლა უკვე ბიზნეს მობილბანკიდანაც შეუძლიათ. მიმოწერის მოდული მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს საჭირო კითხვებსა და პრობლემებზე პასუხები ციფრულად მიიღონ. მისი სარგებლობა აქამდე მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტბანკში იყო შესაძლებელი. ამიერიდან კი მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ბიზნეს მობილბანკიდან დაიწყონ ბანკთან საჭირო პრობლემების, საკითხებისა, თუ მოლაპარაკებების შესახებ როგორც ახალი მიმოწერა, ასევე გააგრძელონ არსებული, ატვირთონ ან ჩამოტვირთონ საჭირო ფაილები. მიმოწერის მოდულის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ შეათანხმონ პროცენტი, ვალუტის კურსი, მოამზადონ აუდიტისთვის წერილი, ტრანზაქციების შესახებ მიიღონ ინფორმაცია და სხვა საჭირო და აუცილებელი საბანკო სერვისით ისარგებლონ. “საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებზე ზრუნვას და მათთვის ისეთი სიახლეების შეთავაზებას, რომლებიც უფრო მეტად კომფორტულს გახდის საბანკო სერვისებით სარგებლობას, უწყვეტად განაგრძობს. მიმოწერის მოდულით მომხმარებლებს ბიზნეს მობილბანკში შეუძლიათ ბანკთან სწრაფი კომუნიკაცია დაამყარონ, მიიღონ პასუხები სასურველ კითხვებზე პირდაპირ ბანკის იმ გუნდებისგან, რომლებიც ყველაზე უკეთ იცნობენ ამ თემებს. მოდული მარტივია — იძლევა ახალი მიმოწერის გახსნის, არსებულის გაგრძელების, საჭირო ფაილების ჩამოტვირთვის, ადრესატების დამატების, მიმოწერის სტატუსზე დაკვირვების შესაძლებლობას და სხვა. ეს ყველაფერი აქამდე მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტბანკში იყო ამიერიდან კი ბიზნეს მობილბანკშიც არის ხელმისაწვდომი“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)