15:57 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 17:44:12, 801 ნახვა

პოლიტიკა
ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტი - ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებით, რომელიც ნიკა მელიას დაპატიმრებას უკავშირდება

ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებით, რომელიც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას უკავშირდება , - ამის შესახებ რუმინელი ევროპარლამენტარი და პარტია “ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის” (ALDE) ვიცე-პრეზიდენტი, დენ ბარნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, გმობენ საქართველოს მთავრობის ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„ეს ოპოზიციური ხმების დაშინების ნიმუშია. ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დემოკრატიიდან ჩამოშორებას და მზარდ რუსულ გავლენას“, - წერს ევროპარლამენტარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics