|
2016-03-17 13:44:03, 675 ნახვა
სამართალი
თეა წულუკიანი: ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოში ე.წ. ოდეერების ხანა დაამთავრა
“ჩვენთან არიან უსაფრთხოების ოფიცრები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე არიან კონცენტრირებული”, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უნივერსიტეტში „ოდეერების“ შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. წულუკიანის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ე.წ. ოდეერების (უსაფრთხოების ოფიცრები) ხანა ქვეყანაში დაასრულა: "ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა უპრეცედენტო რეფორმა უსაფრთხოების სამსახურსა და ძალოვან სტრუქტურებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა სახელმწიფოს სჭირდება, თუ ის სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე "ქართული ოცნების" საარჩევნო დაპირების კვალდაკვალ გავყავით შსს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც დღეს ცალკე სტრუქტურაა და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. მე ვთვლი, რომ ეს არის ის მოდელი, რომელიც ძალიან ახლოს არის იმ ევროპულ სტანდარტებთან, როდესაც სუს-ის უფროსს ირჩევს პარლამენტი, ანუ ხალხი, ხალხის წარმომადგენლები. მთლიანად ჩატარდა საკანონმდებლო რეფორმა პრაქტიკაშიც და ასევე ჩვენთან არიან უსაფთხოების ოფიცრები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე არიან კონცენტრირებულნი. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც ოდეერების ხანა დაამთავრა ამ ქვეყანაში და მე ვთვლი, რომ დღევანდელი სახელმწიფო უსაფრთოების მოდელი არის იმ რეფორმის პოზიტიური შედეგი რომელიც გატარდა, თუმცა რეფორმები სხვადასხვა სახელისუფლებო შტოშიც გრძელდება", - განაცხად თეა წულუკიანმა.
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)