|
2025-05-30 10:39:28, 842 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს დაფინანსების მიღებას სრულად ციფრულად სთავაზობს
საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გამარტივებას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკმა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებს (ინდ. მეწარმეებსა და შპს-ებს) სრულად ციფრული, სხარტი ბიზნეს სესხი შესთავაზა. მისი მეშვეობით, ბიზნეს მომხმარებლები ფინანსებზე წვდომას საქართველოს ბანკის ციფრული არხების - ბიზნეს ინტერნეტბანკის ან ბიზნეს მობილბანკის საშუალებით მიიღებენ. გარდა ამისა, სესხის აღება შესაძლებელია უზრუნველყოფის გარეშე და მომხმარებელს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების წარდგენა. ციფრულ არხში განაცხადის შევსების შემდეგ, სისტემა წინასწარ განსაზღვრულ ინფორმაციას ავტომატურად გადაამოწმებს და მოთხოვნილ სესხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში მიიღებს, რომელსაც მომხმარებელი იმავე არხში ნახავს. სხარტი ბიზნეს სესხის დამტკიცების შემთხვევაში, მისი აქტივაცია 30 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. “მოხარული ვართ, რომ უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, დაზოგონ დრო და სულ რამდენიმე წუთში, ციფრულ არხებში მიიღონ საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებზე წვდომა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მცირე და საშუალო სეგმენტის ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაზე და მომავალშიც არაერთ სიახლეს შევთავაზებთ მათ“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, ბიზნეს ინტერნეტბანკიდან ან ბიზნეს მობილბანკიდან მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს 3-დან 48 თვემდე ბიზნეს სესხი. პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ესტუმროთ ბმულს. დაფინანსების მისაღებად კი გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან გაიარეთ ავტორიზაცია ბიზნეს ინტერნეტბანკში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)