|
2016-03-17 13:42:31, 749 ნახვა
სამართალი
ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ ხანძარი ლოკალიზებულია
ქავთარაძის ქუჩაზე, ჰიპერმარკეტ "გუდვილში" გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგეტოში განუცხადეს დაშავებულები არ არიან. შეგახსენებთ, ჰიპერმარკეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად „გუდვილის“ სახურავი 500 კვადრატულ მეტრზე იწვოდა და ადგილზე 11 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოს ვადით ორ წლამდე, თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთის ვადით ორ წლამდე.
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)