|
2025-05-29 15:17:35, 839 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით ვორქშოფ ფესტივალი გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით 31 მაისსა და 1 ივნისს ვორქშოფების ყველაზე მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. WORK-SHOP ფესტივალი ქმნის სივრცეს ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებსაც იზიდავთ განსხვავებული გამოცდილებები და სურთ გააკეთონ ისეთი რამ, რაც აქამდე არ გამოუცდიათ. ორი დღის განმავლობაში 5000-ზე მეტ ადამიანს საშუალება მიეცემა, დაესწროს 700-მდე ინტერაქციულ ვორქშოფს და საკუთარი შესაძლებლობები განსხვავებული კუთხით მოსინჯოს. ფესტივალზე მისულ სტუმრებს, რომლებსაც სჯერათ, რომ ნებისმიერი რამის სწავლა შესაძლებელია, ადგილზე მრავალი თავგადასავალი დახვდებათ. ფესტივალი ერთნაირად დააინტერესებს ყველა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანს, რომლებსაც სჯერათ, რომ ცხოვრება უსასრულო აღმოჩენაა და ახალი დასაწყისი ყოველთვის შესაძლებელია. Alice Q, რომელიც ვორქშოფ ფესტის საორგანიზაციო გუნდია, 19 წელია ივენთების ორგანიზებითაა დაკავებული, სადაც სტუმრები ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში და საინტერესო გამოცდილებას იღებენ. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ადამიანებს ჰქონდეთ თვითრწმენა საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისას, რაც ბრენდის ახალ გზავნილსაც ეხმიანება: „მთავარი გჯეროდეს“. ვორქშოფ ფესტი კი სწორედ ასეთი ადგილია და სტუმრებს 31 მაისსა და 1 ივნისს, კონსტიტუციის N6/52-ში, 13:00-დან 20:00 საათამდე, მოუთმენლად ელოდება. ფესტივალზე მისულ სტუმრებს ადგილზე თიბისის შეთავაზებაც დახვდებათ. თიბისის ახალი ბარათით გადახდისას, გადახდილი თანხის 20%-ს, ჯამში მაქსიმუმ 30 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ. აღნიშნული შეთავაზება გავრცელდება ადგილზე შეძენილ ბილეთებზე და კვების ობიექტებში. ვორქშოპების ჩამონათვალისა და ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)