|
2025-05-29 11:37:35, 550 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - დღეს ევროპაში ნამდვილადაა გამოწვევები, რაც უკავშირდება ფასეულობების დაცვას
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ევროპაში, განსაკუთრებით გამოხატული თანხვედრით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, იმ პოლიტიკასთან, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ატარებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმა ევროპაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კონსერვატიული ფასეულობების გასაჟღერებლად. „საქართველო ტრადიციულად მონაწილეობს ამ ღონისძიებაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ევროპაში, განსაკუთრებით გამოხატული თანხვედრით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, იმ პოლიტიკასთან, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ატარებს და ამ თვალსაზრისით სწორედ ეს ხაზი ევროპაში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა სწორედ იმ ფასეულობების გასაჟღერებლად და გასაძლიერებლად, რასაც ემსახურება სწორედ კონსერვატიული მიმართულებები, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ევროპაში ნამდვილად არის ის გამოწვევები, უკავშირდება სწორედ ამ ფასეულობების დაცვას და აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელსაც საქართველოც აქტიურად იყენებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. აღნიშნულ კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)