|
2016-03-17 12:59:30, 864 ნახვა
ეკონომიკა
გარკვეულ შემთხვევაში, დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილე პირს თანხის ვადაზე ადრე გამოტანა შეეძლება
საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ოთარ ძიძიკაშვილის განცხადებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილე პირს, შესაძლებლობა ექნება, დაგროვილი თანხა საპენსიო ასაკის გასვლამდე გამოიტანოს. თუმცა, როგორც ძიძიკაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, იქნება გარკვეული კრიტერიუმები, რომლის შემთხვევაშიც პირს თანხის ვადაზე ადრე გატანა შეეძლება. „რაც მოიცავს მაგალითად, დაინვალიდებას, განსაკუთრებით მძიმე დაავადებებით დაავადებას და ა.შ. თუმცა მიზანია, რაც შეიძლება მეტი ხანი გააგრძელოს ადამიანმა სისტემაში მონაწილეობა, რომ მეტი დააგროვოს“, - განაცხადა ოთარ ძიძიკაშვილმა. შეგახსენებთ, დაგროვებითი საპენსიო მოდელი 2017 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება. დაგროვებით საპენსიო ფონდში, მოქალაქე, დამსაქმებელი და სახელმწიფო 2-2%-ს შეიტანენ. პენსიონერები კერძო დაგროვებით სისტემაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან მათ საპენსიო ასაკს უკვე მიაღწიეს. კერძო დაგროვებით სისტემაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს საპენსიო ასაკამდე, თუმცა როდესაც მოქალაქე მიაღწევს საპენსიო ასაკს, მას შეუძლია, დაგროვება გააგრძელოს. მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში კი, თანხა სრულად მეუღლეს გადეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)