|
2025-05-28 13:12:28, 702 ნახვა
პოლიტიკა
სერგეი გავრილოვი - ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც რუსულ დროშასთან დაკავშირებული ინციდენტი დაგმო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამართლიანად დაგმო რუსეთის დროშის შეურაცხყოფა ქართველი მომღერლის მიერ, ეს საქციელი ბანალური თავხედობაა, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მომღერალ ერეკლე გეწაძის მიერ სცენაზე დროშასთან დაკავშირებით ჩადენილი კადნიერი საქციელი გამბედაობის აქტი კი არა, ბანალური თავხედობაა. ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც ინციდენტი დაგმო“, - განაცხადა გავრილოვმა. მისი მტკიცებით, რუსეთსა და საქართველოს აკავშირებს საუკუნოვანი საერთო ისტორია, ნათესავები, ენა, ტრადიციები და მომღერლის საქციელს არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ქართულ ღირებულებებთან. რუსი დეპუტატის თქმით, მომღერლის საქციელი "უნიჭო თვით პიარია" და ის რეალური, პოლიტიკური განსხვავებული შეხედულებისგან უნდა განაცალკეონ. „ეს არაა გამოხატვის თავისუფლება, ეს არის სრული უტვინობა, პირდაპირი და სულელური შეურაცხყოფა“, - აღნიშნა გავრილოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)