|
2025-05-28 11:24:35, 639 ნახვა
პოლიტიკა
გელა გელაძე - ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას
ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენს ქვეყანას და ხალხს,- ამის შესახებ გელა გელაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ განაცხადა. გელა გელაძემ „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობა პრემიერს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან დიდი პატივისცემით მინდა მივმართო ვახტანგ გომელაურს, მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში. ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენ ქვეყანას და ხალხს“,- აღნიშნა გელა გელაძემ. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)