|
2016-03-17 12:29:20, 698 ნახვა
ეკონომიკა
საპენსიო რეფორმისდეპარტამენტის ხელმძღვანელი: დაგროვებით საპენსიო ფონდში, მოქალაქე, დამსაქმებელი და სახელმწიფო 2-2%-ს შეიტანენ
საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ოთარ ძიძიკაშვილის განცხადებით, დაგროვებით საპენსიო ფონდში, მოქალაქე, დამსაქმებელი და სახელმწიფო 2-2%-ს შეიტანენ. როგორცძიძიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაგროვებითი საპენსიო მოდელი 2017 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება. „მოქალაქე საპენსიო ფონდში 2%-იან შენატანს განახორციელებს, ასევე დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულები იქნებიან დამატებით 2-2 % გადაურიცხონ საპენსიო ანგარიშზე. მთლიანი შენატანი იქნება 6%, რომელიც არ დაიბეგრება. იმისათვის, რომ მოქალაქე სახელმწიფოს მიერ გადახდილ სოციალურ პენსიაზე არ იყოს დამოკიდებული, მას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად უზრუნველი საპენსიო დაგეგმვის შესაძლებლობა. საპენსიო ფონდში შეტანილი თანხა არ დაიბეგრება, მოხდება ამ თანხების ინვესტირება ეკონომიკაში, აღნიშნულ თანხას მოგება, მთლიანი დანაზოგები ყოველთვიურად, ყოველწლიურად გაიზრდება და მოქალაქეს ხელმისაწვდომობა ექნება, როდესაც საპენსიო ასაკს მიაღწევს“, - განაცხადა ოთარ ძიძიკაშვილმა და დასძინა, რომ დაგროვებითი პენსია ნებაყოფლობითია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)