|
2025-05-27 15:03:36, 710 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად, დაზვერვის სამსახური სუს-ის მმართველობის სფეროში გადავა
პარლამენტმა, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად ამჟამად პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადავა. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, დაზვერვის სამსახური სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ყალიბდება. ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ეროვნული სადაზვერვო სააგენტო ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე იქნება და მის ზედამხედველობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი განახორციელებს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პირველი მოსმენით, 87 ხმით - ერთხმად დაუჭირეს მხარი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)