|
2025-05-27 14:39:34, 681 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი დღეს, პრინციპების დონეზე განიხილეს და 88-ხმით, ერთხმად მიიღეს. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება. შესაბამისად, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები. ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდება, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაციის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მათი შეფასებით, ცვლილებების შემდეგ, აღმოიფხვრება ბუნდოვანება, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსთან დაკავშირებით არსებობს და ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება დამოუკიდებლად გამოძიების შესაძლებლობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)