|
2025-05-27 13:22:55, 555 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის პროგრამების - „ჰორიზონტი ევროპა“ და „ერასმუს +“ ფარგლებში გაცემულ გრანტებს მთავრობის მხრიდან თანხმობა აღარ დასჭირდება
„ქართულ ოცნებას“ გრანტებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ შეაქვს. პარლამენტს განსახილველად კანონის პროექტი წარედგინა, რომლის თანახმად, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, “ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა “ერასმუს+ (Erasmus+) ფარგლებში განხორციელებული გრანტები მთავრობის მხრიდან თანხმობის გაცემის ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება. კანონპროექტის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. ინიციატორთა მხრიდან მოთხოვნილია მისი დაჩქარებული წესით განხილვა. ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ“ “გრანტების შესახებ” კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვით, გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია. უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)