|
2025-05-27 09:49:06, 706 ნახვა
მსოფლიო
WSJ - დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმდინარე კვირაში დაწესებას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მიმდინარე კვირაში დაწესების შესაძლებლობას განიხილავს, რადგან ის იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელებით და სამშვიდობო მოლაპარაკებების ნელი ტემპით, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ერთ-ერთი წყაროს თქმით, შეზღუდვები, სავარაუდოდ, ახალ საბანკო სანქციებს არ მოიცავს, თუმცა განიხილება სხვა ვარიანტებიც, რათა რუსეთის ლიდერი აიძულონ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დათმობებზე წავიდეს, მათ შორის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რომელსაც უკრაინა უჭერს მხარს და რომელსაც რუსეთი დიდი ხანია უარყოფს. გამოცემა წერს, რომ შესაძლოა, ტრამპმა ახალი სანქციები არ დააწესოს და მოლაპარაკებების პროცესი მიატოვოს. „იმ ადამიანების განცხადებით, ვინც ტრამპის მოსაზრებებს იცნობენ, ის დაიღალა სამშვიდობო მოლაპარაკებებით და განიხილავს, საერთოდ მიტოვოს ის, თუ საბოლოო ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს“, - წერს The Wall Street Journal-ი. თუმცა, გაურკვეველია, რა მოხდება, თუ აშშ სამშვიდობო პროცესიდან უკან დაიხევს და გააგრძელებს თუ არა ტრამპი უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევას. „პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ სურს მოლაპარაკებების გზით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ნახვა. პრეზიდენტი ტრამპი ასევე გონივრულად ინახავს ყველა ვარიანტს განსახილველად“, - განუცხადა გამოცემას თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლინ ლევიტმა. WSJ წერს, რომ ტრამპი კვირების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ზეწოლას, პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმის გამო გაეკრიტიკებინა. უკრაინის ბევრმა მოკავშირემ, მათ შორის სენატორმა ლინდსი გრეჰემმა, ტრამპს განუცხადა, რომ პუტინს არ სურს შეთანმხმება და მხოლოდ სასჯელი აიძულებს მას სერიოზულად აწარმოოს მოლაპარაკება.
18 ევროპარლამენტარი EU-ს მიმართავს, შეაფასონ იმედის საქმიანობა, განსაზღვრონ შესაძლო ზომები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)