17:53 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-26 21:24:46, 729 ნახვა

პოლიტიკა
ლუკაშენკომ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ალექსანდრ ლუკაშენკომ, ივანიშვილის წარმომადგენელს, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

შესაბამისი წერილი სათაურით, "მილოცვა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს" ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

"ათასწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხი, რომელიც დიდი იმპერიების ინტერესთა კვეთაზე იმყოფებოდა, სახელმწიფოებრიობისთვის ჯიუტად იბრძოდა, ვაჟკაცურად იცავდა საკუთარი მხარის თვითმყოფადობას და სჯეროდა მისი ნათელი მომავლის.

მინსკი უმაღლეს შეფასებას აძლევს თბილისის მცდელობას შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და მიაჩნია, რომ ეს მცდელობები საქართველოს გაბრწყინებას ხელს შეუწყობს.

დარწმუნებული ვარ, ბელარუს-ქართული მეგობრობის მრავალწლიანი ისტორია ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის აღდგენის საფუძველი გახდება". – წერია ლუკაშენკოს წერილში.

ბელარუსის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღე ასევე მიულოცა საქართველოს ყველა მაცხოვრებელს. 

ლუკაშენკომ ყაველაშვილს ჯანმრთელობა, ბედნიერება და ულევი ენერგია, ხოლო ქართველებს მშვიდობა უსურვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics