|
2025-05-25 10:15:51, 1395 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის ოლქებზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა - არიან დაღუპულები
რუსეთმა ღამით უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა დრონებითა და რაკეტებით. სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაფიქსირდა ნგრევა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. კერძოდ, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, 9 ადამიანი დაშავდა კიევში. ჰოლოსიევსკის რაიონში, გაზსადენის გაჟონვის გამო, 5-სართულიანი საერთო საცხოვრებლის ფასადზე ხანძარი გაჩნდა და 4 ადამიანი დაშავდა. დნეპროვსკის რაიონში დაზიანდა 2-სართულიანი კერძო სახლი, დაშავდა ქალი. შევჩენკოვსკის რაიონში დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა, 3 ადამიანს დახმარება დასჭირდა. კიევის რეგიონის ობუხივის რაიონში ხანძრის ჩაქრობისას ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ხოლო ბუჩანსკის რაიონში ერთის. მსხვერპლი დაფიქსირდა ნიკოლაევის ოლქშიც, სადაც დრონი ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას დაეცა და ხანძარი გაჩნდა. დაშავებულთა შორის ბავშვიცაა. მაშველებმა რამდენიმე ადამიანი ნანგრევებიდან გამოიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა. ტერნიპოლის ოლქზე თავდასხმისთვის რუსებმა კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს. ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს შენობაში, დაახლოებით 1000 კვ.მეტრზე ცეცხლი გაჩნდა. ხმელნიცკის ოლქის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ტიურინის თქმით, რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განადგურდა, არიან დაღუპულები და დაჭრილები. წინასწარი ინფორმაციით, ოთხი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ხუთმა მიიღო ჭრილობები და საავადმყოფოში იმყოფება, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია. დანგრეულია ექვსი კერძო საცხოვრებელი შენობა, დაზიანებულია 20-ზე მეტი სახლი. სუმის ოლქის კონოტოპის მერმა არტემ სემენიხინმა აღნიშნა, რომ ქალაქმა განიცადა „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კომბინირებული დარტყმა“. ჩერნიგოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების თავდასხმის შედეგად, სხვადასხვა რაიონში ცეცხლი გაუჩნდა საწყობებსა და არასაცხოვრებელ შენობებს. ყველაზე მასშტაბურმა ხანძარმა 1000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი მოიცვა.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)