|
2016-03-17 10:50:57, 534 ნახვა
საზოგადოება
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა
შპს „საქართველოს მელიორაციის“ კახეთის რეგიონის დირექტორი ნიკოლოზ ქურთიშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გზირიშვილს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მხარებმა შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში სარწყავ სისტემებზე არსებულ ვითარებაზე. რეგიონის დირექტორმა წარმოადგინა პრეზენტაცია და განიხილა ყველა ის სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის განხორციელებასაც კომპანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გეგმავს. უწყების ინფორმაციით, ნიკოლოზ ქურთიშვილმა ისაუბრა კომპანიაში ამოქმედებული - მობილური მელიორაციის სამსახურის შესახებ, რომელიც გადასატანი სატუმბი სადგურების გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნული სამსახურის შექმნით შესაძლებელი გახდა ისეთი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების წყლით უზრუნველყოფა, რომელთაც წყალი სატუმბი ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო შეფერხებით მიეწოდებოდა. მობილური სატუმბი სადგურებით წყალუზრუნველყოფა მოხდება აგრეთვე საირიგაციო სისტემებში წყალნაკლულობის და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს. ასევე მიაწოდა ინფორმაცია ირიგაციის თანამედროვე მორწყვის სისტემების გამოყენებასა და დადებით მხარეებზე. წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ანალოგიური შეხვედრები კახეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)