01:40 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-23 15:43:53, 1080 ნახვა

სამართალი
კერენ ესებუა, რომელსაც ირაკლი ზარქუამ შეურაცხყოფისთვის უჩივლა, 3 500 ლარით დააჯარიმეს

დღეს, 23 მაისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მუსიკოსის და სამოქალაქო აქტივისტის, კერენ ესებუას სასამართლო პროცესი გაიმართა - ივანიშვილის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ მას და მარიამ სიჭინავას შეურაცხყოფისთვის უჩივლა (აქტივისტები ზარქუას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში შეძახილებით დახვდნენ), რის საფუძველზეც ესებუა 3 500 ლარით დააჯარიმეს.

მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა აქტივისტების საქმის გაერთიანებასთან დაკავშირებით. 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მათ წინააღმდეგ 173-ე მუხლის 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც 4 000 ლარამდე ჯარიმას, ან 45 დღემდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

აქტივისტებმა თავადაც მიმართეს სასამართლოს ირაკლი ზარქუას მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.

"ეს დაკვეთა მოდის კობახიძისგან, პაპუაშვილისგან, ზარქუასთან და პირდაპირ კალაძისგან, რადგან მათ გვითხრეს, რომ დავისჯებით სამაგალითოდ, რომ შემდგომ ვერც ერთმა მოქალაქემ ვეღარ გაბედოს ერთი სიტყვითაც კი შეელაპარაკოს ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელს.

მათ ისე ეშინიათ ორი ქალის, რომ ცდილობენ გამოგვკეტონ. ეშინიათ, რომ 26 მაისს, არ ვიყოთ გარეთ. ვერ ვიჯერებ იმას, რომ რომელიმე მოსამართლეს ეყოფა გამბედაობა, რომ ამ დაკვეთის წინააღმდეგ წავიდეს" - თქვა ესებუამ გამოცემა ბათუმელებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics