|
2025-05-23 12:56:35, 667 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - რადიკალების სურვილია, დადგან სპექტაკლი, თითქოს ვინმე ვინმეს დევნის
რადიკალების სურვილია, დადგან სპექტაკლი და საკუთარ პატრონებს კიდევ ერთხელ მისცენ საფუძველი, ისაუბრონ სრულიად უსამართლო და კონტექსტიდან ამოვარდნილ თემებზე, თითქოს საქართველოში ვინმე ვინმეს დევნის - ეს მათი მხრიდან არის სრულიად შეგნებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, თუკი ვინმეს სურს, რომ თავიდან აირიდოს პატიმრობა, მაშინ „სამართლებრივად უნდა მოიქცეს“. როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, პატიმრობის შეფარდება არა დევნა, არამედ კანონით არსებული დანაწესის შესრულებაა. „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ზუსტად იცოდნენ, რომ არის საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც ამბობს, რომ როდესაც არ ასრულებ სასამართლო გადაწყვეტილებას გირაოს დაკისრების შესახებ, სასამართლო ცვლის ამ სახის აღკვეთის ღონისძიებას შედარებით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ეს არის სამართლებრივი დანაწესი და ძალიან კარგად იცოდნენ და იციან რადიკალებმა ამის შესახებ, მაშინ როდესაც სულ ცოტა ხნის წინ, იგივე ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით, ზუსტად ამ მიზეზიდან გამომდინარე მოხდა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და გირაოს ნაცვლად პატიმრობა შეეფარდა. ანუ რა მოცემულობის წინაშე ვდგავართ ჩვენ?! ეს არის სრულიად შეგნებული გადაწყვეტილება და სურვილი რადიკალებისა, დადგან რაღაც სპექტაკლი, კიდევ ერთხელ საკუთარ პატრონებს მისცენ საფუძვლები, ისაუბრონ სრულიად უსამართლო და კონტექსტიდან ამოვარდნილ თემებზე, თითქოს საქართველოში ვინმე ვინმეს დევნის და შეასაღონ საზოგადოებას, მოატყუონ საზოგადოება, თითქოს აქ არის რაიმე ფორმით ვინმეს დევნა. დევნა ნამდვილად არ არის, ეს არის კანონით არსებული დანაწესის შესრულება და თუკი ვინმეს სურს, რომ თავიდან აირიდოს მსგავსი ქმედება სამართლებრივ სახელმწიფოში, უნდა მოიქცეს სამართლებრივად,“ - განაცხადა მათიკაშვილმა. ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ზურაბ ჯაფარიძეს ხელბორკილი სასამართლო დარბაზშივე დაადეს.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)