|
2025-05-22 13:45:18, 712 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე - ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს დავუპირისპირდეთ და საზოგადოება შუაზე გავყოთ
თუ ვინმე კანონს დაარღვევს, რადიკალიზაციაზე კანონისმიერი პასუხი იქნება - ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს დავუპირისპირდეთ და საზოგადოება შუაზე გავყოთ, ჩვენ ვაპირებთ, ეს დღე ქართველ ხალხთან ერთად აღვნიშნოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, 26 მაისს თუ ვინმე კანონს დაარღვევს, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს. „ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ყველა ქართველისთვის და საქართველოს მოქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ფაქტობრივად, ქვეყნის დაბადების დღეა. ამიტომ, ეს თარიღი უნდა აღვნიშნოთ ღირსეულად, ისე როგორც ქართველებს გვეკადრება. როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში დაგეგმილია შესაბამისი ღონისძიებები და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება ოპოზიციის სურვილს - გაერთიანების დღის ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს, მოხდეს რაღაც შეტაკებები და ა.შ ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომელზეც ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით. ეს არის ქვეყნის უკრაინიზაციის და მაიდანიზაციის გეგმა, რომელიც არ შესრულდა და ვერც შესრულდება ვერასდროს. თუ ვინმე კანონს დაარღვევს რადიკალიზაციაზე კანონისმიერი პასუხი იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს დავუპირისპირდეთ და საზოგადოება შუაზე გავყოთ, ჩვენ ვაპირებთ, ეს დღე ქართველ ხალხთან ერთად აღვნიშნოთ. თუ ვინმე კანონს დაარღვევს, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს”, - განაცხადა ბოჟაძემ. ბოჟაძის თქმით, ოფიციალური ღონისძიება გაიმართება თავისუფლების მოედანზე, ასევე, ალექსანდროვის ბაღში, ორბელიანის მოედანზე და რეგიონებში. კითხვაზე, წელს თავისუფლების მოედანზე იქნებიან თუ არა მიხეილ ყაველაშვილი, მთავრობის წევრები, პრემიერი და საპარლამენტო უმრავლესობა, ბოჟაძემ უპასუხა, რომ 11:00 საათზე არის დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიება, რომელსაც პროტოკოლით დაესწრება ყველა. „აბა სად ვიქნებით? სადაც არის ღონისძიებები და როგორც არის დაგეგმილი საზოგადოებამ იცის, რომ ყველანი ღირსეულად აღვნიშნავთ ამ თარიღს. ვიქნებით, აბა არ ვიქნებით? 11:00 საათზე არის დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიება, რომელსაც პროტოკოლით დაესწრება ყველა. რაც შეეხება დანარჩენ ღონისძიებებს - სპორტულ, კულტურულ და ამგვარ ღონისძიებებს, რუსთაველის გამზირის ნაცვლად კეთდება შესაბამის ადგილზე, იმის გამო რომ ეს არ ყოფილიყო კიდევ დამატებითი ინსპირაცია ოპოზიციისთვის. ოპოზიცია სად რას ჩაატარებს, მათი გადასაწყვეტია - რადიკალიზმზე პასუხი კანონის მიერ იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს დავუპირისპირდეთ და რაც 9 აპრილს იკადრეს, იგივე გავაკეთებინოთ 26 მაისს“, - განაცხადა ბოჟაძემ.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)