11:07 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-21 15:26:24, 2120 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის გახანგრძლივების საპასუხოდ რუსეთზე ზეწოლა ძალიან ძლიერი უნდა იყოს

ომის გახანგრძლივების საპასუხოდ რუსეთზე ზეწოლა ძალიან ძლიერი უნდა იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკის განცხადებით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან სატელეფონო საუბრისას “პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების, მშვიდობის მისაღწევად საჭირო შემდგომი ნაბიჯებისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის საკითხები” განიხილა.

“მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთი ჩვენს სანდო პარტნიორად და მეგობრად რჩება. ჩვენს ერთიანობაზე, საერთო პოზიციასა და კოორდინირებულ მოქმედებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება”, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხზე ისაუბრა.

“პრეზიდენტმა ზელენსკიმ მაცნობა ბოლოდროინდელი მოლაპარაკებების, სამომავლო მშვიდობის პირობებისა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემუშავების შესახებ. ამ პროცესში პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და აშშ-ის მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია”, - წერს დონალდ ტუსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics