|
2016-03-16 18:50:47, 527 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: საქართველოს მთავრობის წევრებს მუხრუჭი ღალატობთ
აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ურთიერთ-გამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა. საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისგან განსხვავებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ყველა ის თემა, რომლებზეც მან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა, აბაშიძესთან შეხვედრისას განიხილა. კარასინის განცხადებით, შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება იმაზე, რომ ზოგიერთი საკმაოდ გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსის ანტირუსული განცხადებები, არღვევს იმ ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაზეც უკვე სამი წელია მიმდინარეობს მუშაობა. კარასინი ამბობს, რომ არ სურს გვარების დასახელება, თუმცა მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის წევრები რუსეთს ცივილიზებული სამყაროს საფრთხედ მოიხსენიებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, წინასაარჩევნო ციებ–ცხელებისას ქართველი პოლიტიკოსები ხშირად აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რის უფლებასაც ჩვეულებრივ ვითარებაში არ მისცემდნენ. კარასინი ამბობს, რომ ზოგჯერ მათ "მუხრუჭი ღალატობს". „ყველაფერი რაც თქვენთან ვთქვი, გავიმეორე ჩემს პარტნიორთან შეხვედრაზე. ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, რომ სამწუხაროდ ზოგიერთი საკმაოდ გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსის ანტირუსული განცხადებები, არღვევს იმ ატმოსფეროს რომლის ჩამოყალიბებაზეც ჩვენ უკვე სამი წელია ვმუშაობთ. არ მინდა გვარების დასახელება, რადგან ეს ჩემს წესებს ეწინააღმდეგება, მაგრამ საქართველოს მთავრობის წევრები რუსეთს ცივილიზებული სამყაროს საფრთხედ მოიხსენიებენ, მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ და ასე შემდეგ. რუსეთში ამ გამონათქვამებს კითხულობენ და რა თქმა უნდა მტკივნეულად აღიქვამენ. ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო ციებ–ცხელებისას ქართველი პოლიტიკოსები ხშირად აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რის უფლებასაც ჩვეულებრივ ვითარებაში არ მისცემდნენ. ზოგჯერ მათ მუხრუჭი ღალატობთ. ეს მუხრუჭი უნდა მოქმედებდეს და ისინი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ იმას, რასაც მეზობელ ქვეყანასთან მიმართებაში ამბობენ. მე ეს პოზიცია რა თქმა უნდა გავაცანი ბატონ ზურაბს და მისგან შესაბამისი განმარტებებიც მივიღე. მინდა დავამატო, რომ ჩვენ ვაგვარებთ კონკრეტულ ამოცანებს და ამ თემას კონსტრუქციულად ვუდგებით. პრაღაში იმისთვის არ ვხვდებით რომ ვიკამათოთ. ორივეს გვაქვს ჩვენი ქვეყნების ხელისუფლების დავალებები და მათ ვასრულებთ. რაღაც გამოგვდის და მიღწეულ შედეგს ძალიან ვუფრთხილდებით. ერთი სიტყვით მოდით ერთად წინ წავიწიოთ და ეს ახალი ატმოსფერო მოგვცემს საშუალებას, სხვა უფრო რთული ამოცანები გადავწყვიტოთ“, - განაცხადა კარასინმა.
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)