|
2025-05-20 17:23:53, 871 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - გირაოს გადახდა არ იქნება!
როდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარივით, ჩვენი გირაოებით? -გირაოს გადახდა არ იქნება! - ამის შესახებ ჟურნალისტებს „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა. მისივე თქმით, მოსამართლეს შეუძლია მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღესვე იმსჯელოს ან 7 ივნისის შემდეგ გადახედოს. „თუ დღეს გირაოსთან დაკავშირებით იქნება შეკითხვა დასმული, ისედაც გაცემული მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი საჯაროდ, გირაოს გადახდა არ იქნება! თუ უნდათ დღესვე გადახედონ, თუ უნდათ 7 ივნისს, როცა მიწევს გადახდა მაშინ გადახედონ. როდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარივით, ჩვენი გირაოებით? ოდესმე ეს ხომ უნდა დამთავრდეს?! ამასთან, ციხეში არიან ადამიანები, ვისაც ჩვენზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს, მართალია ცრუ ჩვენების მაგრამ მაინც. ეს ხალხი დღემდე ციხეშია და მე გარეთ ვიყო? ეს ხალხი ლამის წამების მსხვერპლი იყოს იმიტომ, რომ ჩემზე ჩვენება არ მისცეს და კეთილსინდისიერად მოიქცნენ?! ამას მე არ დავუშვებ. მე მოვიქცევი ისე როგორც მე ვფიქრობ, სხვები მოიქცნენ ისე როგორც თავად ფიქრობენ. საბოლოოდ საზოგადოება განსჯის"- განაცხადა ნიკა გვარამიამ. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის „კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე“ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო განუსაზღვრა. ნიკა გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ეწურება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკოსის პოზიცია საჯაროდაა ცნობილი, ის 20 000-ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებს.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)