|
2025-05-19 17:51:45, 816 ნახვა
პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - ეროვნული უსაფრთხოება აღარ არსებობს, არსებობს ბიძინას რეჟიმის უსაფრთხოება
ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება აღარ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინას რეჟიმის უსაფრთხოება არსებობს და ამისთვის სჭირდებათ მთელი რესურსების შიდა უსაფრთხოებაში, სუს-ში თავმოყრა, რათა დაიცვან რეჟიმი და არა საქართველო , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადასვლას და სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბებას ეხმაურება. თეონა აქუბარდიას განცხადებით, გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ივანიშვილის რეჟიმისთვის არც სუვერენიტეტი, არც ქვეყნის ეროვნული ინტერესები, არაფრად ღირს. „ეს არის ძალიან მძიმე იმ ფონზე, როცა ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, რუსეთი აძლიერებს ანექსიურ პროცესებს ოკუპირებულ რეგიონებში და როდესაც საფრთხეები ქვეყნის გარედან, მტრულად განწყობილი ქვეყნების მხრიდან არასად არ წასულა. შესაბამისად, გაერთიანების მთავარი მიზანი არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური. რამდენადაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება აღარ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინას რეჟიმის უსაფრთხოება არსებობს და ამისთვის სჭირდებათ მთელი რესურსების შიდა უსაფრთხოებაში, სუს-ში თავმოყრა, რათა დაიცვან რეჟიმი და არა საქართველო იმ საფრთხეებისგან, რომელიც აქვს და მომავალში კიდევ უფრო მეტი ექნება. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ივანიშვილის რეჟიმისთვის არც სუვერენიტეტი, არც ქვეყნის ეროვნული ინტერესები, არაფრად არ ღირს. დაზვერვის სამსახური ეწირება რეჟიმის ინტერესებს. კიდევ უფრო სუსტი და დაუცველი აღმოჩნდება ქვეყანა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის. დაზვერვის სამსახური სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება. ამას 26 კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები: - ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)