|
2025-05-19 15:27:26, 636 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - პაატა ბურჭულაძე პუტინს უმღეროდა და ახლა უცებ ანტირუსული მოძრაობის მამამთავარი გახდა
[პაატა ბურჭულაძემ] ყველაზე ჭკვიანური რაც მოიფიქრა, ეს იყო ტელეფონებით არჩევნების ჩატარება. ამის იქით მისი ინტელექტი ვეღარ სწვდება. ამას, რასაკვირველია, მოსულელო ადამიანი ჰქვია, რომელსაც ასეთი იდეის წამოყენება შეუძლია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, პაატა ბურჭულაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა. ვოლსკის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია, რომ პაატა ბურჭულაძის დაყენებული საკითხი, შესაძლოა, რეალობაში განხორციელდეს. “საერთოდ ვერაფერი წარმომიდგენია პაატა ბურჭულაძის მიერ დაყენებული რეალობაში რომ განხორციელდეს, ვინაიდან ადამიანის მრავალგვარი შეფასება არსებობს. არსებობს ერთი რეალური შეფასება, რასაც ჰქვია სისულელე და ზოგადად, სისულელეს ლაპარაკობენ სულელები. შეიძლება თავის დროზე კარგი მომღერალი იყო, რუსეთშიც ძალიან ინტენსიურად მოღვაწეობდა, მთელი რიგი სახელოვნებო კოლექტივების ხელმძღვანელი იყო, დღესაც დაფასებულია, პუტინს უმღეროდა და ახლა უცებ ანტირუსული მოძრაობის მამამთავარი გახდა, თითქოს დროშა უჭირავს ხელში. ყველაზე ჭკვიანური, რაც მოიფიქრა, ეს იყო ტელეფონებით არჩევნების ჩატარება, ამის იქით მისი ინტელექტი ვეღარ სწვდება. რასაკვირველია, მოსულელო ადამიანი ჰქვია, რომელსაც ასეთი იდეის წამოყენება შეუძლია. ამის იქით კიდევ არის ბოროტება - როდესაც ემსახურები ბოროტებას, რომ საკუთარ ქვეყანას როგორმე ზარალი მიაყენო. რასაკვირველია, აქ სხვებს ბადალი არ ჰყავთ და პაატა ბურჭულაძე ცდილობს, მაგრამ სხვებს ვერ დაეწევა“, - განაცხადა ვოლსკიმ. არჩევნების ტელეფონით ჩატარების შესაძლებლობაზე პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. ბურჭულაძის თქმით, გამოჩნდა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ ჩატარდეს არჩევნები. „ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთში და ჩვენ მის გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც „ქართული ოცნების“ ქაღალდები“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)