21:31 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-19 10:26:57, 739 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - დღეს ჩვენ გასაუბრება გვექნება 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულ ადამიანებთან

დღეს ჩვენ გასაუბრება გვექნება 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულ ადამიანებთან - 26 მაისი „ნაცმოძრაობის“ კლასიკური სახეა, თუ როგორ შემოდეს ზოგიერთი გარდაცვლილი ადამიანი მაღაზიის სახურავზე, მათ შორის, სასტიკად გაუსწორდნენ ქუჩაში ადამიანებს და საშუალება არ მისცეს, გასულიყვნენ რუსთაველის გამზირიდან, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, „საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილი ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც მაშინდელმა რეჟიმმა კიდევ ერთი სახე აჩვენა, ახსნა-განმარტებებს მისცემენ კომისიას“.

„საგამოძიებო კომისია აგრძელებს სხდომებს. დღეს ჩვენ გასაუბრება გვექნება 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულ ადამიანებთან. საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილი ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც მაშინდელმა რეჟიმმა კიდევ ერთი სახე აჩვენა, ახსნა-განმარტებებს მისცემენ კომისიას. 26 მაისი „ნაცმოძრაობის“ კლასიკური სახეა, თუ როგორ შემოდეს ზოგიერთი გარდაცვლილი ადამიანი მაღაზიის სახურავზე, მათ შორის, სასტიკად გაუსწორდნენ ქუჩაში ადამიანებს, საშუალება არ მისცეს, გასულიყვნენ რუსთაველის გამზირიდან. სულ რამდენიმე საათში კი სააკაშვილმა 26 მაისის აღლუმი მიიღო“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხია „2011 წლის 26 მაისს მომხდარი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა ფაქტები“.

დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე მოწვეულნი არიან: ნონა გაფრინდაშვილი, დავით ლორთქიფანიძე, გიორგი ბურჯანაძე (ჩართვა) და ელდარ (ლუკა) კურტანიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics