|
2025-05-15 20:29:29, 941 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - 4 ოქტომბერს ცრუ არჩევნები ვერ შედგება, ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები
არჩევნები, რომლის ჩატარებასაც აპირებენ 4 ოქტომბერს, ეს ცრუ არჩევნები ვერ შედგება, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც დარწმუნებული ვარ, გავერთიანდებით , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ყველა თანხმდება იმაზე, რომ ივანიშვილი პირობებში არჩევნები არ იქნება ამ ქვეყანაში, არც დემოკრატია არ იქნება და არც პოლიტიკა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი. რა ფორმით იქნება და ვინ მიიღებს მონაწილეობას, იქნება თუ არა ეს საარჩევნო უბნებზე მისვლით, ეს სამსჯელო საკითხია და მსჯელობა მიმდინარეობს. ე.წ. არჩევნები თავსლაფდასხმულმა, გაჟონილმა ივანიშვილმა ვერ უნდა ჩაატაროს, ამ მნიშვნელოვან საკითხზე ამ ეტაპისთვის გარკვეული შეთანხმება არსებობს, თუმცა მსჯელობა გახსნილია და მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)