|
2025-05-15 14:50:47, 740 ნახვა
მსოფლიო
ანკარაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს
ანკარაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარეობს. ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში ჩასვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. „ჩვენ მაღალი დონის დელეგაცია გვყავს, რუსებს კი როგორც ჩანს ბუტაფორიული. ვნახოთ, აქვთ თუ არა მათ გადაწყვეტილების მიღების მანდატი, რადგან ყველამ ვიცით რუსეთში გადაწყვეტილებებს ვინ იღებს. ფორმატს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განვიხილავთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გასამართი შეხვედრის დაწყების ზუსტი დრო და ფორმატი ჯერჯერობით უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)