22:10 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-15 13:12:18, 738 ნახვა

პოლიტიკა
ნინო წილოსანი - ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ აქტიურად უნდა იმუშაონ საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებაზე, მინიმუმ არამეგობრულია

ევროკავშირის ელჩის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აქტიურად უნდა იმუშაონ საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებაზე, მინიმუმ არამეგობრულია - დიპლომატი ქვეყანაში რომ მუშაობს, მინიმუმ მეგობრულ განწყობას მაინც უნდა ამჟღავნებდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატის მხრიდან არაკორექტული, არადიპლომატიური და ზოგ შემთხვევაში, მტრული განცხადებები შეშფოთებას იწვევს.

„არ მიკვირს, რომ საზოგადოებრივად აქტიური პიროვნებები შეშფოთებული იყვნენ იმ მოქმედებით, რომელიც რიგ დიპლომატებს ახასიათებთ. წარსულსაც რომ არ შევხედოთ, რეალობაშიც, მაგალითად, ევროკავშირის ელჩის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აქტიურად უნდა იმუშაონ საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებაზე, მინიმუმ არამეგობრულია. დიპლომატი ქვეყანაში რომ მუშაობს, მინიმუმ მეგობრულ განწყობას მაინც უნდა ამჟღავნებდეს. რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს რიგი დიპლომატის მხრიდან არაკორექტული, არადიპლომატიური და შეიძლება, ზოგ შემთხვევაში, მტრული განცხადებებიც და პირდაპირი გაცხადებული პოზიცია, რომ მხარს უჭერენ და ახალისებენ რადიკალურ აქტივიზმს და უფრო მეტიც, ამ რადიკალებისგან გამოწვეულ რევოლუციურ პროცესებს," - განაცხადა წილოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics