22:11 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 13:17:08, 794 ნახვა

პოლიტიკა
ქობულეთის მერი გადადგა

ქობულეთის მერი ლევან ზოიძე გადადგა. ამის შესახებ ზოიძემ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ რჩება "ქართული ოცნების ერთგულ წევრად".

"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა.

ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა.

მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ქართულ ოცნებას და რა თქმა უნდა ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად". - დაწერა ლევან ზოიძემ. 

ცნობისთვის, 13 მაისს ასევე Facebook პოსტით გადადგა ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი. ჩიქოვანის პოსტიც, ლევან ზოიძის ტექსტის მსგავსი იყო:

"განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად" - დაწერა ჩიქოვანმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics