|
2025-05-14 13:13:48, 676 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - ვფიქრობ, თავადაც არ აქვს ივანიშვილს გააზრებული, რა მძიმე შედეგებს მოუტანს აშშ-სთან ვა-ბანკი
მე ვფიქრობ, თავადაც არ აქვთ გააზრებული, რა მძიმე შედეგებს მოუტანს ივანიშვილს აშშ-სთან ასეთი ვა-ბანკი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რომლის ადრესატიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი არიან. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ აშშ-სთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დასაწყებად, ახალი არჩევნების ჩატარებაა საჭირო, თუმცა მას არჩევნების ეშინია. „მე ვფიქრობ, უსამართლო რეჟიმი ძალიან სწრაფად დამარცხდება. იმაზე სწრაფად, ვიდრე გვგონია. ზოგადად, თუკი რამეში ვარ დარწმუნებული ამაში, რომ „ქართული ოცნება“ როგორც რეჟიმი რაღაც გაწერილი გეგმით არასდროს დამარცხება. მსოფლიოში რეჟიმები ასე არასდროს მარცხდებიან. ასეთი რეჟიმი ყველასთვის მოულოდნელად ნარცხდებიან ძირს. ეს ბედი უცილებლად ეწვევა ივანიშვილს. ამ გზაზე დგას. „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკის შეერთებული შტატებისგან პასუხი მიიღო - სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყება შესაძლებელია ახალი არჩევნების ჩატარებით და არა მიტაცებული ძალაუფლების პირობებში. ეს მას უთხრეს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ასევე სხვა ამერიკელმა ბიუროკრატებმა. ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ამერიკასთან, ამას სჭირდება ახალი არჩევნები, მაგრამ ამ ახალი არჩევნების ეშინია,“ - განაცხადა მელიამ.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)