|
2025-05-14 09:52:37, 639 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - ჩვენი განზრახვაა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დავაწესოთ, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, თუ ის ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე უარს იტყვის, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მაკრონმა ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საფრანგეთის და ზოგადად ევროპული სახელმწიფოების მიზანია ცეცხლის შეწყვეტა „ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე იმისთვის, რომ ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები განიხილონ“. „ჩვენი განზრახვაა, უახლოეს დღეებში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დავაწესოთ, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა. მისი თქმით, ევროპული სახელმწიფოები კოორდინაციას უწევენ თავიან სასანქციო ზომებს. შეგახსენებთ, შაბათს გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა რუსეთს 12 მაისიდან ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისკენ მოუწოდეს და ახალი სანქციებით დაემუქრნენ, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდებოდა. 13 მაისს ცნობილი გახდა, რომ ევროპელი ლიდერები მზად არიან, ახალ სანქციებზე გადასვლამდე უკრაინისა და რუსეთის ლიდერების თურქეთში შესაძლო შეხვედრას დაელოდონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)