22:42 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 21:29:16, 1258 ნახვა

პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - მივესალმები პარლამენტის რეაქციას „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება.

ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ იმსჯელოს იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც მიღებული იქნა აშშ-ის კონგრესის მიერ.

„მივესალმები საქართველოს პარლამენტის რეაქციას „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს პარლამენტის პოზიცია ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რაც შეუძლებელია, რომ უგულებელყოფილი იქნას, ვინაიდან ეს მიღებული იყო აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ, რამაც, გარკვეულწილად, საფუძველი უნდა დაუდოს საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომ პოზიციებს და ვერ დავტოვებთ ამას უყურადღებოდ. შესაბამისად, პარლამენტის მხრიდან გარკვეული პოზიციის ჩამოყალიბება, გაცხადება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პარლამენტი „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით განცხადებას მიიღებს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, განცხადებაში მოცემული იქნება საქართველოს პარლამენტის შეფასებები და პასუხი „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics