|
2025-05-13 19:18:58, 886 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ საუდის არაბეთთან $142 მილიონის ღირებულების სამხედრო შეთანხმებას მოაწერა ხელი
დონალდ ტრამპის საუდის არაბეთში ვიზიტის პირველ დღეს, აშშ-მ საუდის არაბეთთან $142 მილიონის ღირებულების სამხედრო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს. თეთრის სახლის მიხედვით, შეთანხმებაში შედის აშშ-ს მხრიდან საუდის არაბეთისთვის თანამედროვე, საბრძოლო აღჭურვილობისა და სერვისების მიწოდება ათზე მეტი ამერიკული თავდაცვის სფეროს კომპანიისგან. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 13 მაისს საუდის არაბეთში ჩავიდა, რითაც მან სპარსეთის ყურეში დაგეგმილი 4-დღიანი ოფიციალური ვიზიტების სერია დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ტრამპი Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორთან და თავის მრჩეველთან, ილონ მასკთან ერთად რიადში საუდი-აშშ-ს საინვესტიციო ფორუმზე მივა, საიდანაც 14 მაისს იგი კატარში გაემგზავრება, ხოლო 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავა. "მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკა ჩვენი ურთიერთობის ქვაკუთხედად რჩება, საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობები [საუდის არაბეთის] სამეფოში გაფართოვდა და მრავალჯერ გამრავლდა". - თქვა საუდის არაბეთის ინვესტიციის მინისტრმა ფორუმის გახსნისას. "შედეგად... როდესაც საუდელები და ამერიკელები ძალებს გააერთიანებენ, ძალიან კარგი რაღაცები ხდება". - აღნიშნა მან ტრამპის ვიზიტის დაწყებამდე. მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ტრამპთან ერთად საუდის არაბეთსა და კატარში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც იქნება. თუმცა, 14-16 მაისს რუბიო თურქეთში გაემგზავრება, NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა არაფორმალურ შეხვედრაზე დასასწრებად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)