|
2025-05-13 14:13:24, 707 ნახვა
მსოფლიო
იან ლიპავსკი - უკრაინასა და რუსეთს შორის ზავი დადებითი ამბავი იქნება
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, ევროპის მთავარი ამოცანები საკუთარი უსაფრთხოების დაცვა, კონკურენტუნარიანობის აღდგენა და მისი გლობალური როლის გადახედვაა. მისი თქმით, რუსული იმპერიალიზმი ცდილობს აღადგინოს თავისი გავლენის სფერო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე. „ის არ გაქრება, არ აქვს მნიშვნელობა როდის და როგორ დასრულდება რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ლიპავსკიმ. მინისტრის თქმით, შესაძლო ზავი დადებითი ამბავი იქნება, თუმცა ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ კომპრომისი, რომელიც ზეწოლისთვის ადგილს ტოვებს, მხოლოდ პაუზაა ახალი დაპირისპირების წინ. იან ლიპავსკიმ აღნიშნა, რომ ჩეხეთის მთავრობამ აიღო ვალდებულება 2030 წლისთვის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 3%-მდე გაეზარდა. თუმცა, მისი თქმით, ამ მაჩვენებლებს თავდაცვისუნარიანობისა და სამრეწველო წარმოების ზრდა უნდა მოჰყვეს. „ევროპამ საკმარისი რაოდენობის თანამედროვე სისტემები უნდა აწარმოოს როგორც საკუთარი საჭიროებებისთვის, ასევე პარტნიორებისა და მოკავშირეებისთვის“, - აღნიშნა ლიპავსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)