12:28 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 14:50:03, 433 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მიზეზი პარლამენტში ფარული ჩანაწერების შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა, რომელმაც ხელისუფლებას კონკრეტული ადამიანების დასჯისაკენ მოუწოდა.

"როგორც კი ნახავთ ადამიანს, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, თავზე ხელი კი არ უნდა გადაუსვათ და სამსახურიდან კი არ უნდა გაუშვათ, როგორც ეს გააკეთეთ გელა ხვედელიძის შემთხვევაში, ამ პირმა ჩაიდინა თვითმკვლელობამდე მიყვანის დანაშაული და უნდა ყოფილიყო დასჯილი", - განაცხადა ბარამიძემ. 

ბარამიძის გამოსვლის შემდეგ დარბაზში სიტყვა დეპუტატ ლუკა კურტანიძეს მისცეს, რა დროსაც ჩხუბი დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს მიხეილ მაჭავარიანს დაუპირისპირდა, დეპუტატმა კარლო კომპალიანმა კი მაჭავარიანს დეპუტატის პერსონალური მიკროფონი ესროლა.

ვითარების განმუხტვა მანდატურების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics