22:42 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-12 19:07:44, 940 ნახვა

პოლიტიკა
ქარტია: TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას "ოცნებას" ვაკისრებთ

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

ქარტია თავდასხმაზე სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს.

ინციდენტს ასევე გამოეხმაურა მედიაობმუდსმენიც, რომელმაც შეტყობინებით მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. მედიაომბუდსმენი მოითხოვს, "დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და სათანადოდ დაისჯონ ქალ ჟურნალისტზე თავდასხმაში მონაწილე პირები".

TV პირველის ჟურნალისტის მარიამ მაკასარაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს თავს, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა დაესხა თავს.

"ქარტია მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს, რომლის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა". - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში. 

ქარტიის შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლა ფიზიკური შეურაცხყოფისა და აპარატურის განზრახ დაზიანებით ხდება. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

"თავდამსხმელის  ვინაობა ცნობილია და ინციდენტის სწრაფად გამოძიება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს". - აღნიშნავს ქარტია.

მედიაომბუდსმენის ცნობით, მაკასარაშვილი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, არაერთხელ გახდა სამიზნე.

"მედიაომბუდსმენი ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით წარმოადგენს ჟურნალისტის ინტერესს. მარიამის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტებზე ამ დრომდე გამოძიება/გამოძიებები დასრულებული არ არის". - წერს ორგანიზაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics