|
2025-05-12 18:21:00, 2342 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - რუსეთი ან სერიოზულად არის განწყობილი და მშვიდობა სურს, ან დამატებითი სანქციები უნდა დავაწესოთ
რუსეთი ან სერიოზულად არის განწყობილი და მშვიდობა სურს, ან ჩვენ დამატებითი სანქციები უნდა დავაწესოთ , - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, დღეს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარს გამართავს. „ჩვენ ჩარჩოები განვსაზღვრეთ და ყველაფერი ნათელია. გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ. რუსეთი ან სერიოზულად არის განწყობილი და მშვიდობა სურს, ან არ არის სერიოზულად განწყობილი და ჩვენ დამატებითი სანქციები უნდა დავაწესოთ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა შაბათს კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთს მოუწოდეს, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასიური ახალი სანქციებით დაემუქრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)