17:18 - 22 May, 2026
|
2025-05-12 13:14:05, 805 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა - კრაკოვში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვის არაადეკვატურ ნაბიჯს ადეკვატურად ვუპასუხებთ
კრაკოვში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვის შემდეგ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „ვარშავა აგრძელებს ურთიერთობების განზრახ ნგრევას, მოქმედებს რა მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა ზახაროვამ. მისი თქმით, „ამ არაადეკვატურ ნაბიჯებს ადეკვატური რეაგირება“ უახლოეს მომავალში მოჰყვება. შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ კრაკოვში გენერალური საკონსულოს ფუნქციონირებაზე თანხმობას აუქმებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ვარშავაში, სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენაში რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)