|
2025-05-12 12:32:20, 701 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო ტარიფების შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს
შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ორმხრივი ტარიფების შემცირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჟენევაში ჩინეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ზომების 90-დღიან დაპაუზებასა და ტარიფების 10%-მდე შემცირებაზე. „ორივე ქვეყანამ ძალიან კარგად წარმოადგინა თავისი ეროვნული ინტერესები. ორივეს გვაქვს დაბალანსებული ვაჭრობის ინტერესი და აშშ გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას“, - განაცხადა ბესენტმა. ჟენევის შეხვედრები აშშ-ისა და ჩინეთის ოფიციალური პირების პირველი პირისპირ შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში დაბრუნდა და გლობალური სატარიფო კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ჩინეთს განსაკუთრებით მაღალი გადასახადები დააკისრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)