|
2025-05-12 11:56:15, 724 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე - რომელ კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ, როცა ერთ საერთო განცხადებასაც ვერ აკეთებენ პოლიტიკურ საკითხზე
გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მიმდინარეობებში არასოდეს არ იყო და არ არის ერთიანობა არცერთ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა, უნდა არც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით - ერთი პატრონი ჰყავთ უცხოეთში, თუმცა ყველას საკუთარი განზრახვები აქვს, ვერ საუბრობენ, რადგან ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების წინ პარტიას „პატრონი“ რასაც ეტყვის, იმას გააკეთებს. „გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მიმდინარეობებში არასოდეს არ იყო და არ არის ერთიანობა არცერთ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა, უნდა არც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ერთი პატრონი ჰყავთ, შიგნით, ბუნებრივად მოწინააღმდეგეები არიან. მათ არ აქვთ სურვილი საქართველოსა და მოსახლეობის მსახურების, ეს მათი ბუნებაა - წინააღმდეგობა, ერთმანეთის ჩაშვება, ლანძღვა-გინება. რომელ კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ, როდესაც ერთ საერთო ტიპის განცხადებასაც ვერ აკეთებენ პოლიტიკურ საკითხზე. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ზოგი იძახის - „მივიღებ მონაწილეობას“, ზოგი - „არ მივიღებ“, ზოგი -„ჯერ არ ვიცი“, ზოგიც ამბობს, რომ „პატრონს უნდა ჰკითხოს“. ერთი პატრონი ჰყავთ უცხოეთში, თუმცა ყველას საკუთარი განზრახვები აქვს, ვერ საუბრობენ, რადგან ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ და მეორე ის, რომ მათი პატრონი, რასაც ეტყვის არჩევნების წინ იმას გააკეთებენ, ასევე არის მესამე ვარიანტიც - რეგიონებში სიარული იმიტომ უნდათ, რომ უცბად რომ უთხრან მონაწილეობა მიიღეთო, ოფისები მაინც ჰქონდეთ გახსნილი წინასაარჩევნოდ“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)