|
2025-05-11 16:57:09, 980 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი ერმაკი - ჯერ 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ ყველაფერი დანარჩენი
თუ რუსეთს ომის დასრულების მზადყოფნის დემონსტრირება სურს, ის ჯერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა დათანხმდეს, შემდეგ კი სხვა საკითხებზე გადავიდეს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ წერს. „ჯერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. რუსეთმა არ უნდა შენიღბოს ომის გაგრძელების სურვილი ვერბალური კონსტრუქციებით“, - წერს ერმაკი. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ომის დასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და დაადასტურებს რუსეთის მზადყოფნას, შეწყვიტოს მკვლელობები. შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)