|
2025-05-10 15:28:22, 802 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს 9 მაისი
სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ აღნიშნა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს. „სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ აღნიშნა. ბრძოლის ველზე 300 000 დაცემული ქართველი გმირით, საქართველომ ნაციზმის დამარცხებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. ეს ბრძოლა რომ არა, ევროპა დღეს ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ეს მსხვერპლი რომ არა, არ იქნებოდა არც ევროკავშირი და არც ევროპის დღე. ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს. პირიქით, სწორედ ფაშიზმის დამარცხებამ შექმნა დღევანდელი ევროპა. ძალიან ცუდია, თუკი ამ დღის დემონსტრაციული იგნორირება, ერთის მეორით ჩანაცვლებას ემსახურება. საერთო მეხსიერება არის ის, რაც ჩვენს კონტინენტს ცივილიზაციად აქცევს. ჭეშმარიტი ევროპა წარსულის დაფასებაშია“, – წერს შალვა პაპაუშვილი.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)