17:18 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-10 11:41:05, 949 ნახვა

მსოფლიო
კიმ ჩენ ინი - რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩვენი მონაწილეობა სამართლიანი იყო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართვა სამართლიანი იყო - ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია იუწყება.

"ჩვენი მონაწილეობა კონფლიქტში სამართლიანი იყო და ის შეესაბამება ჩვენი რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებს.

ყველა მამაც ჯარისკაცს, რომელმაც კურსკის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა გმირად და ერის ღირსების უმაღლეს წარმომადგენლად მივიჩნევ". - თქვა კიმ ჩენ ინმა KCNA-ს თქმით.

კიმ ჩენ ინმა ასევე განაცხადა, რომ ფხენიანი არ მოერიდება სამხედრო ძალის გამოყენებას, თუ ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს "სამხედრო პროვოკაციებს" რუსეთის მიმართ.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ 28 აპრილს პირველად დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთკორეელი სამხედროები იბრძოდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics