|
2025-05-10 10:41:06, 2993 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო პაკისტანის შეიარაღებული ძალების მეთაურსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა
მარკო რუბიო პაკისტანის შეიარაღებული ძალების მეთაურსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პაკისტანის არმიის მეთაურს ასიმ ბუნირსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს სიტუაციის დეესკალაციის მიზნით შესაბამისი გზების მოძებნისკენ მოუწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მარკო რუბიომ მხარეებს „კონსტრუქციული მოლაპარაკებების დასაწყებად აშშ-ს დახმარება შესთავაზა“. შეგახსენებთ, დღეს პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და ინდოეთში სამხედრო ბაზებს დაარტყა. პაკისტანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე ინდოეთმა ქვეყნის სამხედრო საჰაერო ბაზებზე სარაკეტო იერიშები განახორციელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)