|
2025-05-10 10:07:26, 1107 ნახვა
ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერები კიევში ჩავიდნენ
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი კიევში ჩავიდნენ. ვიზიტის შესახებ პოლიტიკოსებმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ეს მერცის პირველი ვიზიტია უკრაინაში, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გახდა გერმანიის კანცლერი. უკრაინის დედაქალაქში მერცს, მაკრონს და სტარმერს შეუერთდება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ოთხივე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. „ჩვენ კიევში ვიდგებით უკრაინასთან სოლიდარობის ნიშნად „რუსეთის მიმდინარე შემოჭრის ფონზე“, – დაწერა მერცმა სოციალურ ქსელში. მან ასევე დაადასტურა, რომ ოთხივე ქვეყანა მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივას ომში 30-დღიანი ზავის შესახებ. „აშშ-თან ერთად ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დათანხმდეს ცეცხლის სრულ და უპირობო 30-დღით შეწყვეტას, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიანი და მყარი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რაც უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე ცეცხლის შეწყვეტის ტექნიკური განხორციელებისა და ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მომზადების მიზნით“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა. მისივე თქმით, ვიდრე რუსეთი მუდმივ ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება, კიევის დახმარება და რუსეთის სამხედრო მანქანაზე ზეწოლის გაძლიერება გაგრძელდება. ცნობისთვის, დღეს უკრაინაში ე.წ. მსურველთა კოალიციის შეხვედრა გაიმართება. „მსურველთა კოალიციაში“ დაახლოებით 30 სახელმწიფო შედის.
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)