|
2025-05-08 19:00:29, 737 ნახვა
მსოფლიო
შვედეთი „რადიო თავისუფლების“ მხარდასაჭერად ორ მილიონ დოლარს გამოყოფს
შვედეთი „რადიო თავისუფლების“ მხარდასაჭერად ორ მილიონ დოლარს გამოყოფს. შესაბამისი განცხადება შვედეთის მთავრობაში გაკეთდა. შვედეთში აღნიშნავენ, რომ რადიო „თავისუფალი ევროპის“/რადიო თავისუფლებისთვის“ ფინანსური მხარდაჭერის გაწევის გადაწყვეტილება ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის ნაწილია. „შვედეთის მხარდაჭერა რადიო „თავისუფალი ევროპისთვის“ ეხმარება ჟურნალისტებს, გააგრძელონ დამოუკიდებელი და სწორ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება იმ ადგილებში, სადაც მედიის თავისუფლება შეზღუდულია“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებდა შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას. მათ შორის იყო აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობას უწევს „რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას“ და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)