|
2025-05-08 13:56:30, 792 ნახვა
მსოფლიო
პუტინი ქართველებს გამარჯვების დღეს ულოცავს - „არ დაუშვათ ჩვენი საერთო ისტორიის დავიწყება“
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ქვეყნის ლიდერებთან ერთად, გამარჯვების დღე საქართველოსა და მოლდოვის მოსახლეობას მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ქართველი და მოლდოველი ხალხებისადმი მიმართვაში ვლადიმერ პუტინმა მათ მოუწოდა, შეინარჩუნონ ჩვენთვის ანდერძით დატოვებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები, არ დაუშვან ჩვენი საერთო ისტორიული მემკვიდრეობის დავიწყება და მეგობარ ხალხებს შორის შუღლის დათესვა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში. ამასთან, კრემლის ცნობით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავი ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებსაც მიულოცა. „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა მილოცვის წერილები გაუგზავნა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ისრაელის ლიდერებს, ასევე საქართველოსა და მოლდოვის ხალხებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)